Главная | Новости | События | ადელ ბაშყავი. ბიოგრაფია

ადელ ბაშყავი. ბიოგრაფია

Автор
Размер шрифта: Decrease font Enlarge font
ადელ ბაშყავი. ბიოგრაფია

საშუალო სკოლის განათლება  მივიღე იორდანიასა და აშშ-ში.

მაქვს ამერიკული საშუალო სკოლის დიპლომი, ასევე იორდანიის ზოგადი საშუალო სერთიფიკატი.

ჩავეწერე  კადეტთა კორპუსში, იორდანიის შეიარაღებულ ძალებში, ვესწრებოდი  სამეფო კანდიდატთა სკოლას, რომელიც დავამთარე  1970 წლის სექტემბერში.

ვმსახურობდი  იორდანიის შეიარაღებულ ძალებში ოფიცრად  გადადგომამდე, 1974 წლის დეკემბერამდე.

შეიარაღებულ ძალებში ლეიტენანტად მსახურების  პერიოდში, გამგზავნეს სამხედრო კურსებზე  ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, გარდა ამ კურსებისა, ასევე კურსები გავიარე იორდანიის სამხედრო ინსტიტუტებში.

1975 წელს გადავდექი  იორდანიის შეიარაღებული ძალებიდან კომერციული ავიაციის შესასწავლად შეერთებულ შტატებში. 1976 წელს მოვიპოვე  იორდანიის კომერციული ავიაციის სერთიფიკატი.

დამიქირავეს სამეფო იორდანიის  ავიაკომპანიაში 1976 წელს და გარდა იორდანიისა,   გამაგზავნეს  აშშ-სა და ბრიტანეთში მონაწილეობა მიმეღო საავიაციო  კურსებში. ვოპერირებდი  სამეფო იორდანიის  ავიაკომპანიაში, როგორც მფრინავი ოცდაცხრამეტი წლის განმავლობაში, პენსიაზე გასვლამდე. 

*******

ვარ იორდანიის ასოციაცია კავკასიის ჩერქეზთა მეგობრებისთვის   გენერალური სამდივნო საბჭოს წევრი და ჩერქეზული ნაციონალური მოძრაობისა, ამანი, იორდანია.

ვარ ჩერქეზული  კვლევებისა და შესწავლის  ცენტრის სამეურვეო საბჭოს წევრი და მდივანი,  ამანი, იორდანია.

ვარ ჩერქეზული საქველმოქმედო ასოციაციის წევრი, ამანი, იორდანია.

ვარ  ავტორი და მთარგმნელი  ინგლისურ და არაბულ ენებზე ჩერქეზული  და კავკასიის საკითხებთან დაკავშირებული ასობით სტატიისა  და დოკუმენტისა. ისინი გამოქვეყნებულია სოციალურ მედიასა და ვებსაიტებზე, კერძოდ,  სამართალი  ჩრდილოეთ კავკასიური ჯგუფისა და ჩერქეზული  ნიუსის ვებგვერდებზე.

*******

ბავშვობიდანვე მქონდა ინტერესი ჩერქეზთა სამშობლოსადმი  და მაქვს  კვლევები  დიასპორებში მიმოფანტულ ჩერქეზი ერის მიზეზებზე.

ვაკვირდებოდი  ჩერქეზთა დავიწყებულ უფლებებსა და ზოგჯერ მყარი კავშირების არარსებობას დიასპორის ჩერქეზებსა და სამშობლოში მყოფ ჩერქეზებს შორის.

ინტერესი, განწყობა და შთაგონება გაიზარდა მას შემდეგ, რაც საკუთარი მამა თავის მეგობართან ერთად (ღმერთმა  გაანათლოს მათი სულები!) ჩერქეზულ სამშობლოს  მანქანით ესტუმრნენ. მათ იმოგზაურეს ამანიდან კავკასიაში 1965 წელს. დაბრუნების შემდეგ , მათ გვიამბეს იმ გაჭირვებასა და დაბრკოლებების შესახებ, რომლებიც მათ გზაზე გადახდათ. მათ არ მიეცათ საშუალება ერთი ღამის მეტხანს დარჩენილიყვნენ  ქალაქ კრასნოდარში, სადაც მათ მოახერხეს  შეხვედრა  ჩერქეზებთან  და ჩერქეზულ ენაზე დალაპარაკება და ჩერქეზული სოფლის მონახულება. ისინი მიიწვიეს სუფრაზე და  სამშობლოში დაბრუნების დიდ სადღესასწაულო დღესასწაულზე. გასაკვირი არ არის, რომ   მეორე დილით სუკ-ის თანამშრომლები  სასტუმროში მივიდნენ და უბრძანეს მათ, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ სასტუმრო, საიდანაც ისინი კგბ-ის ოფიცრის თანხლებით ჩავიდნენ  თბილისში.

გავეცანი და დაწვრილებით შევისწავლე  სხვადასხვა წიგნები და პუბლიკაციები ჩერქეზების შესახებ,  კერძოდ,  და ზოგადად,  კავკასიის შესახებ; მოგვიანებით, ინფორმაციის წყარო გახდა ინტერნეტი, რომელიც უზარმაზარ ინფორმაციას შეიცავს.

1979 წლის ივლისში კავკასიის საზოგადოებრივი ცენტრის ბიულეტენში  ”თავისუფლება” გამოქვეყნდა სტატია სათაურით: ”ახლო, მაგრამ შორი  სამშობლო”.

აღფრთოვანებული ვიყავი   ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მოძრაობით, რომელსაც მხარს უჭერდა  პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი.

ვწერდი, ვთარგმნიდი და ვაქვეყნებდი სტატიებს და კომენტარებს ან ფსევდონიმით, ან საკუთარი ნამდვილი სახელით.

შევკრიბე  უამრავი ინფორმაცია და დოკუმენტი, აქტიურად ვმონაწილეობდი შემდეგ  ღონისძიებებსა და შეხვედრებში:

2007 წლის 4 ოქტომბერს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბის შენობის წინ და რუსეთის საკონსულოს წინ  გამართულ დემონსტრაციებში.

არაბულ და ინგლისურ ენებზე ვთარგმნე  ასობით რუსული დოკუმენტი, რომელთა   მცირე ნაწილი თურქულად ითარგმნა.

თარგმნილი დოკუმენტები სხვადასხვა საშუალებებით გავრცელდა. ისინი ამტკიცებენ გენოციდს, რამაც გამოიწვია ჩერქეზული ტრაგედია და მისი შედეგები.

 

2008 წლის 8 აპრილს, როგორც დამკვირვებელმა მივიღე  მონაწილეობა კონფერენციაზე ჩერქეზეთის შესახებ, რომელიც ჩატარდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, სათაურით: „რუსეთი და ჩერქეზები: შინაგანი პრობლემა თუ საერთაშორისო საკითხი?“

2008 წლის 13 აპრილს, ნიუ -ჯერსიში, აშშ, დავესწარი უილიამ პატერსონის საუნივერსიტეტო კონფერენციას   „ჩერქეზეთი აშენებს ჩვენს მომავალს“ როგორც პანელის მოდერატორი და წარვადგინე  სტატია: „სამშობლო ჩერქეზეთი  - საითკენ“.

დავესწარი სემინარს ჩერქეზთა საქველმოქმედო ასოციაციაში,  ამანში, ბატონი მუჰამედ ჰამზუყის მონაწილეობით  ჰარვარდისა და უილიამ პატერსონის უნივერსიტეტების კონფერენციების მუშაობასა და შედეგების შესახებ, 2008 წლის აპრილში.

2008 წლის 6 ოქტომბერს, დავესწარი  კონფერენციას  ევროპარლამენტში, ბრიუსელში, სათაურით: ”მესამე ჩერქეზული დღე ევროპარლამენტში”.

2009 წლის 20 მაისს, დავესწარი სიმპოზიუმს ჩერქეზთა საქველმოქმედო ასოციაციაში, სიტყვით გამოვედი ლექციაზე  თემაზე: "ჩერქეზული მოძრაობა ჩრდილოეთ კავკასიასა და დიასპორას შორის".

2010 წლის 20-21 მარტს, მონაწილეობა მივიღე   თბილისის  პირველ ჩერქეზულ კონფერენციაში: "დამალული ერები, მუდმივი დანაშაულები: ჩერქეზები და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები წარსულსა და მომავალს შორის", როგორც სპიკერმა, სტატიით: "ჩერქეზეთი ჩვენი სამშობლოა.”

ხელი მოვაწერე თბილისში, სხვა ხელმომწერებთან ერთად,  მიმართვას საქართველოს პარლამენტისადმი  ჩერქეზული გენოციდის აღიარებისთვის, რომელიც მოხდა იმავე კონფერენციაზე.

2011 წლის 19 მაისს დავესწარი  საქართველოს პარლამენტისა და კომპეტენტური კომიტეტების დისკუსიებს ჩერქეზული გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით.

2011 წლის 20 მაისს დავესწარი  საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, რომლის დროსაც საქართველოს პარლამენტმა აღიარა გენოციდის, ეთნიკური წმენდისა და ჩერქეზული ერის იძულებითი დეპორტაციის დანაშაულებები განხორცილებული  ცარისტული რუსეთის იმპერიის მიერ.

 დავინიშნე  კომიტეტის წევრად, რომელსაც უნდა შეერჩია პროექტი  ჩერქეზთა დეპორტაციისა და გენოციდის მსხვერპლთა მემორიალური ძეგლის მშენებლობისთვის , რომელიც მოგვიანებით აშენდა ანაკლიაში, შავი ზღვის სანაპიროზე.

 

2012 წლის 20-23 მაისს, ანაკლიაში, მონაწილეობა მივიღე "გენოციდის მემორიალის გახსნის / ჩერქეზული კულტურის დღეების“ გახსნაში, სადაც წარვადგინე ნაშრომი: "ხსოვნის ხსენების დღე, ჩერქეზთა დაღუპვის შეხსენება".

ვთარგმნე და გამოვეცი  რუსული დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებენ ჩერქეზული ერის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.  ღონისძიებების დროს დარიგდა დისკი, რომელშიც შედის 480 შეგროვილი დოკუმენტი. ისინი ჯერ რუსულადაა, მოპოვებული  რუსული არქივებიდან და 2006 წლის ოქტომბერში გაეგზავნა ევროპარლამენტს. გზავნილს   თან ახლდა წერილი, რომელსაც მსოფლიოს ოცი ჩერქეზული ორგანიზაციის წევრები აწერდნენ ხელს, რათა აღიარონ ჩერქეზული გენოციდი, რომელიც ჩაიდინა ცარისტულმა რუსეთის იმპერიამ მე-19 ს.-ში.

 2012 წლის 18 ივნისს, ბრიუსელში გამართულ  კონფერენციაზე "მეშვიდე ჩერქეზული დღე ევროპარლამენტში" წავიკითხე  სტატია: "კავშირი სოჭის ოლიმპიურ თამაშებსა და ჩერქეზულ გენოციდს შორის".

2012 წლის 13 ივნისს, ისრაელის ჩერქეზულ ქალაქ კაფრ კამაში, სემინარზე წავიკითხე სტატია  „ჩერქეზული მოძრაობა რამდენიმე წლის განმავლობაში”.

2013 წლის 24 მარტს ამანში, იორდანიაში,  ჩერქეზთა პოლიტიკური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ სემინარზე წავიკითხე სტატია ”ვარსკვლავი ჩერქეზული საკითხისა  ბრწყინავს საერთაშორისო არენაზე”, 24/3/2013.

2013 წლის აპრილს, ნიუ-ჯერსიში, აშშ, ჩერქეზთა მსოფლიო საბჭოს მიერ ორგანიზებულ  სიმპოზიუმში სირიაში ჩერქეზებისთვის სახსრების მოსაგროვებლად წავიკითხე  სტატია ”სირიის ჩერქეზთა იორდანიაში მასპინძლობა”.

2014 წლის 16 ნოემბერს მოკლე სიტყვა წარმოვთქვი ღონისძიებაზე, რომელიც  გაიმართა პოლონესკიში, სტამბოლში (სტამბულის მახლობლად), ჩერქეზთა და იმ პოლონელების მოსაგონებლად, რომლებიც ჩერქეზეთის  დაცვის დროს დაიღუპნენ. ეს არის  სოფელი იმ პოლონელებისა, რომლებიც რუსეთ-ჩერქეზეთის  ომის შემდეგ გადავიდნენ თურქეთში. ბევრი მათგანი შეუერთდა ჩერქეზთა რიგებს სამშობლოს დასაცავად.

2015 წლის განმავლობაში, სხვა მსოფლიო მასშტაბით ჩერქეზულ აქტივისტებთან ერთად  ხელი მოვაწერე წერილებს, რომლებიც  გაიგზავნა უკრაინაში, პოლონეთში, მოლდოვაში, რუმინეთში, ლიტვასა და ესტონეთში ჩერქეზული ლეგიტიმური უფლებების აღიარებისთვის.

2015 წლის 6 ივნისს, ჩერქეზულ დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მივიღე  ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან შეხვედრაში. შეხვედრაზე განხილული იყო საინტერესო საკითხები ჩერქეზელ ხალხთან დაკავშირებით.

2016 წლის 28 იანვარს, ინტერვიუ მივეცი  გეოპოლიტიკური კლუბი TV-ს,  ლოს-ანჯელესში, აშშ,  "ჩერქეზულ-სომხური სინერგია".

*******

2017 წლის 15 სექტემბერს გამოიცა პირველი წიგნი აშშ -ში, სათაურით: „ჩერქეზეთი: დაბადებული თავისუფლებისთვის“. რედაქტორი პროფ. მერაბ ჩუხუა

2017 წლის დეკემბერს იორდანიის ამანში, ჩერქეზთა საქველმოქმედო ასოციაციაში წარადგინეს  წიგნი "ჩერქეზეთი: დაბადებული თავისუფლებისთვის" . 

2018 წლის იანვარს, თბილისში, "ჩერქეზთა კულტურის ცენტრში" პრეზენტაცია გამართა წიგნისა "ჩერქეზეთი: დაბადებული თავისუფლებისთვის" .

2018 წლის სექტემბერს მონაწილეობა მივიღე გერმანიის ”პირველი საერთაშორისო ჩერქეზულ კონფერენციაში ნიურნბერგში”. წარვადგინე  სტატია სათაურით "ევროპის მორალური როლი ჩერქეზული ლეგიტიმური უფლებების აღდგენისათვის".

2018 წლის ოქტომბერში, მონაწილეობა მივიღე გერმანიაში ”მეორე საერთაშორისო ჩერქეზულ კონფერენციაში ნიურნბერგში”. წარვადგინე ნაშრომი სათაურით: ”2020 წლის აღწერის გავლენა ჩერქეზულ ერზე რუსიფიკაციის მიუხედავად”.

2019 წლის 28 ოქტომბერს მონაწილეობა მივიღე სემინარში ჩერქეზულ-ქართული მემკვიდრეობის შესახებ და ქართველი პოეტის, ბატონი დავით მაღრაძის წიგნის პრეზენტაციაში  „ჯაკომო პონტი“, რომელმაც გარკვეულწილად განიხილა  წიგნი და წარადგინა პოეტი.

მეორე წიგნი გამოქვეყნების პროცესშია. მისი სათაურია: ”ჩერქეზული სასწაული: ერი, რომელიც ვერც  ცარებმა, ვერც კომისრებმა  და ვერც რუსეთმა  ვერ შეაჩერა” და რომელიც მზად იქნება 2020 წლის იანვრისთვის.

 

  • Отправить другу Отправить другу
  • Версия для печати Версия для печати
  • Текст Текст

Tagged as:

Теги для этой статьи отсутствуют

Оцените статью

0