В Черкесском (Адыгском) Культурном Центре проходит итоговая научная сессия
В Черкесском (Адыгском) Культурном Центре в эти дни, 14-15 декабря, проходит II научная сессия под названием «Грузино-черкесские традиционные религии и обычаи». В мероприятии вместе с грузинскими коллегами, принимают участие почетные гости из Адыгеи, Кабардино-Балкарии, Карачаево-Черкесии, Краснодарского края. Делегацию из Адыгеи возглавил известный в научных кругах крупный языковед, профессор, главный научный сотрудник отдела языка Адыгейского республиканского института гуманитарных исследований им. Т.М. Керашева Батырбий Берсиров и кандидаты филологических наук, ведущие научные сотрудники Адыгейского республиканского института гуманитарных исследований им. Т.М. Керашева Сурет Анчек, Марзет Биданок, Жачемук Зарима и Гошсим Тугуз, заместитель руководителя Карачаево-Черкесской региональной общественной организации «Северо-Кавказский ресурсный центр» Еристам Жужуев, координатор общественного движения «Черкесский союз» Руслан Кеш, краевед, видеоблоггер Виталий Штыбин.
На открытии научной сессии в ЧКЦ были презентированы два словаря: «Убыхо-адыгско-русский словарь с грамматическим очерком» и «Орфографический словарь адыгейского языка».
ჩერქეზული კულტურის ცენტრში მორიგი სამეცნიერო სესია ტარდება
ჩერქეზული კულტურის ცენტრში, მეორე დღეა (14-15 დეკემბერი), რაც მიმდინარეობს რიგით II სამეცნიერო სესია სახელწოდებით „ჩერქეზულ-ქართული ტრადიციული რელიგიები და წეს-ჩვეულებანი“. ღონისძიებაში, ქართველ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ საპატიო სტუმრები ადიღეს, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩა-ჩერქეზეთის (ჩრდ. კავკასიის ჩერქეზული სუბიექტები) რესპუბლიკებიდან და კრასნოდარის მხრიდან.
ადიღეს რესპუბლიკიდან მოწვეული დელეგაციის თავკაცია კავკასიის სამეცნიერო წრეებში კარგად ცნობილი ავტორიტეტული ენათმეცნიერი, პროფესორი, ადიღეს ტ. კერაშის სახელობის ჰუმანიტარული კვლევების რესპუბლიკური ინსტიტუტის ენის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ბათირბი ბერსიროვი და ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატები, ამავე ინსტიტუტის მკვლევარები: სურეთ ანჩეკი, მარზიეთ ბიდანოკი, ზარიმა ჟაჩემუკი და გოშსიმ ტუგუზი, ასევე ყარაჩა-ჩერქეზეთის რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჩრდილოკავკასიის რესურს-ცენტრის“ ხელმძღვანელის მოადგილე ერისტამ ჟუჟუევი, საზოგადოებრივი მოძრაობა „ჩერქეზული კავშირის“ კოორდინატორი რუსკან კეში და მხარეთმცოდნე, ვიდეობლოგერი კრასნოდარიდან ვიტალი შტიბინი.
სამეცნიერო სესიის გახსნაზე, 15 დეკემბერს გაიმართა ორი ლექსიკოლოგიური ნაშრომის პრეზენტაციაც: „უბიხურ-ადიღურ-რუსული ლექსიკონი გრამატიკული გამოკვლევითურთ“ და „ადიღეური ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი“.