Главная | Общая | ახალგაზრდა კავკასიოლოგთა I სამეცნიერო კონფერენცია

ახალგაზრდა კავკასიოლოგთა I სამეცნიერო კონფერენცია

Автор
Размер шрифта: Decrease font Enlarge font

2024 წლის 10 დეკემბერს სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა კავკასიოლოგთა I სამეცნიერო კონფერენცია. 

კონფერენციის მიზანია სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში დამწყებ კავკასიოლოგთა ჩართულობის უზრუნველყოფა, ასევე ახალგაზრდა მკვლევართა შორის თანამშრომლობის კულტურის დანერგვა და ხელშეწყობა.

მისასალმებელი სიტყვით ღონისძიება გახსნა ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ანთელავამ. მასთან ერთად კონფერენციას ხელმძღვანელობდა ცენტრის კოორდინატორი ბერდია მარსაგიშვილი. 

ახალგაზრდა კავკასიოლოგთა I სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ევროპის უნივერსიტეტის, ასევე თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრისა და თბილისის ინგუშური კულტურის ცენტრის წარმომადგენლებმა. მოხსენებებით წარდგნენ კავკასიოლოგიის, ისტორიის, ფილოლოგიისა და სამართლის მიმართულებათა როგორც ბაკალავრიატის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ისე დოქტორანტები. 

წაკითხულმა მოხსენებებმა აუდიტორიის დადებითი შეფასება დაიმსახურა. 

რჩეული სტატიები კონფერენციის შემდგომ გამოიცემა ჩერქეზული კულტურის ცენტრის მხარდაჭერით. 

პროგრამა და მასალები იხ. კონფერენციის ვებგვერდზე: http://circassiancenterconference.org/ 

 

 

  • Отправить другу Отправить другу
  • Версия для печати Версия для печати
  • Текст Текст

Tagged as:

Теги для этой статьи отсутствуют

Оцените статью

5.00