ახალგაზრდა კავკასიოლოგთა I სამეცნიერო კონფერენცია
სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი 2024 წლის 10 დეკემბერს გამართავს ახალგაზრდა კავკასიოლოგთა I სამეცნიერო კონფერენციას.
სამუშაო მიმართულებებია: ისტორია, ეთნოლოგია, არქეოლოგია, კულტუროლოგია, ფოლკლორისტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა, ენათმეცნიერება.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
საკონფერენციო მასალები მიიღება 2024 წლის 30 ნოემბრამდე.
ტექნიკური მოთხოვნები:
• ტექსტის მოცულობა — მაქს. 400 სიტყვა;
• მასალებს თან უნდა ახლდეს ინფორმაცია ავტორ(ებ)ის შესახებ: სახელი, გვარი, ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, სწავლების საფეხური, მიმართულება/სპეციალობა, სწავლების სემესტრი.
• შრიფტი — Sylfaen ქართული ტექსტისთვის, Times New Roman არაქართულენოვანი ტექსტისთვის, ICL_Symbol ან TITUS Bitstream Unicode საენათმეცნიერო ტრანსკრიფციისათვის;
• გთხოვთ, განსხვავებული შრიფტის გამოყენების შემთხვევაში შესაბამისი TrueType ან OpenType ფორმატის ფაილი გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტით;
• გამოსახულებები უნდა იყოს jp(e)g, png ან tiff ფორმატისა.
მასალები მიიღება მისამართზე: circassianculture@gmail.com
საკონფერენციო კრებული გამოიცემა ბეჭდური სახით.
იხ. კონფერენციის ვებგვერდი: https://circassiancenterconference.org/
სარეგისტრაციო ფორმა იხ. https://forms.gle/SbWJzFtSt76oLHNWA
პატიცისცემით
საორგანიზაციო კომიტეტი
0105 საქართველო, თბილისი, სანაპიროს ქ. №4
http://circassiancenterconference.org/
(+995) 599 70 03 17