Главная | Новости | კავკასიური პოეზიის ფესტივალი „ანაკლია — 2024“

კავკასიური პოეზიის ფესტივალი „ანაკლია — 2024“

Автор
Размер шрифта: Decrease font Enlarge font

2024 წლის 10-12 ოქტომბერს სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრმა, ქალაქ ზუგდიდის მერიასთან ერთად, გამართა კავკასიური პოეზიის რიგით მეექვსე ფესტივალი „ანაკლია — 2024“. იგი ტრადიციულად ტარდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ-კურორტ ანაკლიაში და მიზნად ისახავს კავკასიელ ხალხთა ლიტერატურის, ენებისა და მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაციას. 

ღონისძიებაზე შეიკრიბნენ პოეტები, მწერლები, ლიტერატორები, ასევე ხელოვნებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. 

ფესტივალის დაწყებამდე მონაწილეებმა ყვავილებით შეამკეს ჩერქეზთა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალური ძეგლი ანაკლიაში და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამშობლოდან გადასახლებისას დაღუპულ ჩერქეზთა ხსოვნას. 

ღონისძიების გახსნაზე მისასალმელი სიტყვით გამოვიდნენ: ჩერქეზული (ადიღური) კულტურის ცენტრის დირექტორი ნუგზარ ანთელავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი, ისტორიკოსი ლაშა ჯიქია, ქართულ-ოსურ ურთიერთობათა ცენტრის დირექტორი, თსუ პროფესორი ნაირა ბეპიევი, ცნობილი პოეტი რაულ ჩილაჩავა, ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი, ლიტერატურათმცოდნე ამირან გომართელი, ილია ჭავჭავაძის სახ. საგურამოს მუზეუმის დირექტორი, ლიტერატორი ანდრო ბედუკაძე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, პოეტი გიორგი ხორბალაძე, ლიტერატურული ფესტივალი „ქუჯის“ დამფუძნებელი, პოეტი ილია ერქვანია და სხვები. 

მონაწილეებმა ერთმანეთს გააცნეს როგორც საკუთარი ნამუშევრები, ისე კავკასიელი პოეტების თარგმანები. ორი დღის განმავლობაში წაკითხული იქნა ქართული, აფხაზური, ჩერქეზული, ოსური, ინგუშური, ჩეჩნური (ქისტური) და დაღესტნური პოეზიის ნიმუშები. 

ფესტივალის ფარგლებში რჩეული ქართული, აფხაზური და ოსური სასიმღერო ნომრები შეასრულეს საგანგებოდ ფესტივალისთვის მოწვეულმა ანსამბლმა „ჩელამ“ და თსუ-ის სტუდენტმა თიკა ჯიოევამ. 

  • Отправить другу Отправить другу
  • Версия для печати Версия для печати
  • Текст Текст

Tagged as:

ანაკლიის ფესტივალი, ანაკლია 2024

Оцените статью

0