Главная | Новости | События | Значительная потеря черкесского движения

Значительная потеря черкесского движения

Автор
Размер шрифта: Decrease font Enlarge font
Значительная потеря черкесского движения

Ушел из жизни еще один видный представитель черкесского народа. Скоропостижно 20 февраля скончался весомый лидер черкесской диаспоры в Иордании, особенный друг грузинского народа и активист развития черкесско-грузинских отношений генерал Рохи Шахалто.

Кончина доктора Рохи Шахалто отразилась не только в черкесской среде, но и в высоких иорданских государственных и военных кругах, а также в Парламенте Иорданского Хашимитского государства. С ним простилась вся черкесская диаспора Иордании. Тысячи людей, включая военных, правительственных чиновников, а также старейшин и лидеров черкесской диаспоры, приняли участие в особой пятничной молитве в черкесской мечети, чтобы почтить его душу.

Он был накрыт флагом Иордании за особые заслуги перед государством и с военным почетом похоронен 21 февраля.

На этом торжественное прощание с генералом не закончилось. Так, 23 февраля члены Иорданской палаты представителей почтили память доктора Рохи Шахалто в начале утреннего заседания. Выступая перед всеми, спикер парламента Иордании Атиф аль-Таран сказал: «Мы потеряли коллегу, который обладал исключительным моральным духом, высоким сознанием и верной службой одновременно».


С другой стороны, ему, как черкесу, жизненно важной были любые черкесские проблемы, в особенности, черкесский вопрос, для чего он делал все возможное, чтобы вывести проблематику на международную арену. Одновременно , доктор Рохи Шахалто являлся выдающимся интеллектуалом и большим политиком.


Он, как и любой нормальномыслящий черкес, осудил так называемые зимние Олимпийские игры в Сочи в 2014, потому что считал Сочи местом, где активно проводилось уничтожение черкесского народа, то есть геноцид, находил время даже для участия участия в акции протеста против игр перед посольством России в Аммане. Он стоял у истоков черкесского движения, был одним из черкесских лидеров, которые подписали письмо в Европейский парламент в 2006 году с просьбой признать геноцид черкесов.

Доктор Рохи Шахалто родился в 1943 году в Вади Ас-Сейр, Амман. Генерал-майор в отставке, служил в Иорданской Королевской Медицинской Службе, являлся директором больницы имени королевы Алии, являлся членом парламента Иордании. Также он руководил весомой организацией - Иорданской ассоциациией черкесских друзей Кавказа.

Профессор Мераб Чухуа, руководитель Черкесского Культурного Центра:

«Мне посчастливилось быть в рядах его партнеров и имел возможность лично встретиться с доктором Рохи Шахалто в октябре 2019 года в Аммане, когда будучи главой грузинской делегации во время Грузинско-Черкесского форума в Иордании участвовал в приеме. Мы обсудили все возможные вопросы в пределах черкесско-грузинских отношений и в лице доктора Рохи Шахалто Черкесский Культурынй Центр имел надежного партнера в Иордании, потому что он возглавлял очень важную организацию – Иорданскую ассоциацию черкесских друзей Кавказа. Кстати, по его инициативе я был награжден специальным орденом «За заслуги и за высокие достижения в черкесологии». Этот орден занимает почетное место в ЧКЦ.

К сожалению, нам не удалось осуществить очень нужные проекты с его участием. И здесь же хочу выразить глубокое соболезнование семье и близким доктора Рохи Шахалто и также сожалею, что в эти тяжелые для них дни физически не смог быть рядом с ними. Сотрудники ЧКЦ, как и все, будут всегда вспоминать имя доктора Рохи Шахалто и будут принимать участие во всех мероприятиях впредь по увековечиванию его имени».

Чрезвычайный   и   полномочный   посол   Грузии   в   Иорданском Хашимитском Королевстве Заза Канделаки:

«Генерал   Рохи   Шахалто   был   выдающимся   лидером   черкесского движения. Его авторитет распространялся на черкесов всего мира, определял верное   осмысление прошлого, настоящего и будущего черкесского народа. Господин   Рохи Шахалто был особым другом нашей страны. Он был одним из вдохновителей, сторонников и организаторов первого грузинско-черкесского   культурного мероприятия, проведенного посольством и Черкесской благотворительной ассоциацией Иордании в октябре 2019 года в г. Аммане. Рохи   Шахалто хорошо понимал значение взаимной поддержки грузинского и черкесского народов. Он вместе с посольством Грузии работал над многими   интересными инициативами, которые в будущем содействовали бы дальнейшему сближению грузинского и черкесского народов. Посольство   выражает глубокую скорбь в связи с его кончиной и в очередной раз приносит соболезнования его семье, друзьям и всему черкесскому сообществу. Вместе с   тем, посольство отмечает, что Рохи Шахалто – большая потеря как для   черкесского, так и для грузинского народов. Выражаем надежду, что   дальнейшему сближению грузинского и черкесского народов будет содействовать наследие, которое он нам оставил».

ჩერქეზული მოძრაობის მნიშვნელოვანი დანაკარგი

ამქვეყნიდან წავიდა ჩერქეზი ხალხის კიდევ ერთი გამორჩეული წარმომადგენელი. 20 თებერვალს მოულოდნელად გარდაიცვალა იორდანიაში ჩერქეზული დიასპორის ერთ-ერთი ავტორიტეტული ლიდერი, ქართველი ხალხის მოსიყვარულე მეგობარი და ჩერქეზულ-ქართულ ურთიერთობათა განვითარების აქტივისტი, გენერალი როჰი შახალტო.

დოქტორ როჰი შახალტოს გარდაცვალებამ გამოხმაურება ჰპოვა არამხოლოდ ჩერქეზულ გარემოში, არამედ იორდანიის მაღალ სახელმწიფო და სამხედრო წრეებში და ასევე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტში. მას დაემშვიდობა მთელი ჩერქეზული დიასპორა იორდანიაში. ათასობით ხალხმა, სამხედროების, სამთავრობო მოხელეების ჩათვლით. მისი სულის საპატივცემულოდ ჩერქეზული დიასპორის უხუცესებმა და ლიდერებმა ჩერქეზულ მეჩეთში მონაწილეობა მიიღეს განსაკუთრებულ პარასკევის ლოცვაში.

აწ განსვენებულის ცხედარს პატივით ეფარა იორდანიის სახელმწიფო დროშა ქვეყნის წინაშე მოხვეჭილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის; 21 თებერვალს დოქტორი როჰი შახალტო სამხედრო პატივით დაიკრძალა.

ამით სადღესასწაულო დამშვიდობება გამოჩენილ გენერალთან არ დამთავრებულა, 23 თებერვალს დილის სხდომის დაწყების წინ იორდანიის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა პატივი მიაგეს დოქტორ როჰი შიჰალტოს ხსოვნას. სიტყვით გამოსვლისას იორდანიის პარლამენტის სპიკერმა ატიფ ალ-ტარანმა განაცხადა: „ჩვენ დავკარგეთ კოლეგა, რომელსაც გააჩნდა უნიკალური მორალური სული, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება და ერთგული სამსახური ერთდროულად“.

ამავდროულად, დოქტორ როჰი შახალტოსთვის, როგორც ნამდვილი ჩერქეზისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩერქეზებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა, განსაკუთრებით ჩერქეზული საკითხი, რისთვისაც ის არ იშურებდა ძალისხმევას იმისთვის, რომ გაეტანა ეს ეროვნული ტკივილი საერთაშორისო ასპარეზზე. ამავდროულად, დოქტორი როჰი შიჰალტო იყო გამორჩეული ინტელექტუალი და დიდი პოლიტიკოსი. მან, როგორც ყველა ნორმალურად მოაზროვნე ჩერქეზმა, დაგმო ე. წ. სოჭის ოლიმპიური თამაშები 2014 წელს, რადგან მიაჩნდა, რომ სოჩა - ეს ის ადგილია, სადაც აქტიურად ხორციელდებოდა ჩერქეზი ხალხის ფიზიკური განადგურება, ანუ გენოციდი. მან არაერთხელ გამონახა დრო იმისთვის, რომ მიეღო აქტიური მონაწილეობა საპროტესტო აქციებში რუსეთის ფედერაციის საელჩოს წინ, ქ. ამანში. ის იდგა ჩერქეზთა მოძრაობის სათავეებთან, იყო  ერთ-ერთი იმ ჩერქეზ ლიდერთაგანი, რომლმაც 2006 წელს ხელი მოაწერა ევროპის პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილს ჩერქეზთა გენოციდის აღიარების მოთხოვნით.

დოქტორი როჰი შიჰალტო დაიბადა 1943 წელს ვადი ას-სეირში, ქ. ამანი. გადამდგარი გენერალ-მაიორი, მსახურობდა იორდანიის სამეფო სამედიცინო სამსახურში, იყო დედოფალ ალიის სახელობის საავადმყოფოს დირექტორი, იორდანიის პარლამენტის წევრი. ასევე იყო ავტორიტეტული ორგანიზაციის - იორდანიაში კავკასიის ჩერქეზი მეგობრების ასოციაციის ხელმძღვანელი. მას გულთბილად იხსენებენ მისი მეგობრები და პარტნიორები.

პროფესორი მერაბ ჩუხუა, ჩერქეზული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი:

„მე წილად მხვდა ბედნიერება ვყოფილიყავი მის პარტნიორთა რიგებში და მქონდა შესაძლებლობა პირადად შევხვედროდი მას 2019 წლის ოქტომბერში იორდანიის დედაქალაქ ამანში, როდესაც ვესწრებოდი სპეციალურ მიღებას, იორდანიაში ჩატარებული ქართულ-ჩერქეზული ფორუმის ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში. ჩვენ მაშინ ვიმსჯელეთ ყველა შესაძლო საკითხზე ჩერქეზულ-ქართული ურთიერთობათა ფარგლებში და დოქტორ როჰი შიჰალტოს სახით ჩერქეზული კულტურის ცენტრს ჰყავდა საიმედო პარტნიორი იორდანიაში, რადგან ის ხელმძღვანელობდა ძალზე მნიშვნელოვან ორგანიზაციას -  კავკასიის ჩერქეზი მეგობრების იორდანიის ასოციაციის. სხვათა შორის, მისი ინიციატივით, პირადა მე დამაჯილდოვეს სპეციალური ორდენით - „ჩერქეზოლოგიაში მაღალი მიღწევებისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის“. ამჟამად ეს ორდენი იკავებს საპატიო ადგილს ჩერქეზული კულტურის ცენტრში.

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ძალზე საჭირო პროექტების განხორციელება მისი მონაწილეობით. და აქვე მინდა ღრმა მწუხარება გამოვუცხადო მის ოჯახს და ახლობლებს, ასევე ვწუხვარ, რომ იმ მძიმე დღეებში არ მქონდა საშუალება მათთან ყოფნისა. ჩერქეზული ცენტრის თანამშრომლებს, სათითაოდ ყველას, მუდამ ეხსომებათ დოქტორ როჰი შიჰალტოს სახელი და ამიერიდან ისინი მიიღებენ მონაწილეობას ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც მისი სახელის უკვდავყოფასთან იქნება დაკავშირებული“.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ზაზა კანდელაკი :

„ გენერალი როჰი შახალტო იყო ჩერქეზული მოძრობის გამორჩეული ლიდერი. მისი ავტორიტეტი, რომელიც ვრცელდებოდა მთელი მსოფლიოს ჩერქეზებზე, განსაზღვრავდა ჩერქეზი ხალხის წარსულის, აწმყოს და მომავლის სწორ გააზრებას.  ბატონი შახალტო იყო ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული მეგობარი. ის გახლდათ 2019 წლის ოქტომბერში ქ. ამანში საელჩოსა და იორდანიის ჩერქეზთა საქველმოქმედო ასოციაციის მიერ გამართული პირველი ერთობლივი ქართულ-ჩერქეზული კულტურული ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და ორგანიზატორი.

როჰი შახალტოს კარგად ესმოდა ქართველი და ჩერქეზი ხალხის ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობა. ის  საქართველოს საელჩოსთან ერთად მუშაობდა ბევრ საინტერესო ინიციატივაზეც, რომელიც ხელს შეუწყობდა მომავალში ქართველი და ჩერქეზი ხალხების შემდგომ დაახლოებას.

საელჩო გამოხატავს დიდ მწუხარებას მისი გარდაცვალების გამო, კიდევ ერთხელ უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს და მთელ ჩერქეზულ საზოგადოებას. ამასთან, ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ როჰი შახალტო არის დიდი დანაკარგი როგორც ჩერქეზი, ასევე ქართველი ხალხისათვის.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ქართველი და ჩერქეზი ხალხის შემდგომ დაახლოებას ხელი შეუწყობს ის მემკვიდრეობა, რომელიც მან დაგვიტოვა“.

 

  • Отправить другу Отправить другу
  • Версия для печати Версия для печати
  • Текст Текст

Tagged as:

Теги для этой статьи отсутствуют

Оцените статью

0