Главная | Новости | 21 მაისი ჩერქეზეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ბრძოლის დღეა

21 მაისი ჩერქეზეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ბრძოლის დღეა

image

2011 წლის 20 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის იმპერიის მიერ მე-19 საუკუნეში ჩერქეზი ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაული - ეთნიკური წმენდა „გენოციდად“ აღიარა. საქართველომ ამ ნაბიჯით ისტორიული სამართლი-ანობა აღადგინა და პატივი მიაგო მილიონობით დაზარალებული და ასეულათასობით მოკლული ჩერ-ქეზის ხსოვნას. 21 მაისს ამ მოვლენების მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად საქართველოს შავიზღვის-პირა კურორტ ანაკლიაში მემორიალიც გაიხსნა.
უფრო ადრე, 1994 წლის 31 მარტს ყარაჩა-ჩერქეზეთის მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმმა ეს თარიღი კავკასიურ ომებში დაღუპულთა ხსოვნისა და პატივისგების დღედ გამო-აცხადა, 1997 წლის თებერვალში კი ყაბარდო-ბალყა-რეთის პარლამენტმა მას გენოციდის კვალიფიკაცია მისცა. 

ჩერქეზული კულტურის ცენტრის მიერ ტრადიციად დამკვიდრებული წესის მიხედვით, 21 მაისის ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით, სამშაბათს, საქართველოს დედაქალაქსა და  შავიზღვისპირა ქალაქ ანაკლიაში (სადაც ჩერქეზთა გენოციდის მემორიალია აღმარ-თული) გაიმართება პარალელური ღონისძიებები.

ქ. თბილისში მყოფ საზოგადოებას, აკადემიური ცენტრების წარმომადგენლებს, სტუდენტებს, მედია-მაუწყებლობას, კავკასიური პრობლემატიკით დაინტერესებულ მოქალაქეებს ვიწვევთ ჩერქეზული კულტურის ცენტრის (სანაპიროს ქ. 4, საქ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო) საკონფერენციო დარბაზში, სადაც 14:00 საათზე გაიმართება ცენტრის უახლესი ბეჭდური გამოცემის წარდგენა. „ჩერქეზული (ადიღური) კულტურის ცენტრი 2012-2018“ – ამ სახელწოდების  მქონე 100-გვერდიანი, ილუსტრირებული წიგნი-ალბომი მოგითხრობთ ყველა მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლებლო-შემეცნებითი და საგამომცემლო პროექტის შესახებ, რომელიც ცენტრის კონცეფციის / სამოქმედო პროგრამის ფარგლებში მისი დაფუძნების დღიდან 2019 წლამდე განხორციელებულა. ამასთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას წარვუდგენთ საცნობარო--ანალიტიკური ხასიათის ნაშრომს „ჩერქეზული კულტურის ცენტრი: კონცეპტუალური ხედვა . მომავლის სტრატეგია“ (ელექტრონული ვერსია), რომელიც დაინტერესებულ პირს ხსენებული ორგანიზაციის საქმიანობის / ფუნქციონირების მიზანსა და დანიშნულებას განუმარტავს, მოუყვება სახელმწიფოს სამეცნიერო-კვლევით-კულტურულ-საგანმანათ-ლებლო სისტემაში ჩვენი ორგანიზაციის როლისა და ადგილის, რეგიონულ პოლიტიკაში საქართველოს დადებითი როლის ზრდის, ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფის, მეზობელ კავკასიელებთან კავშირ-ურთიერთობების გაღრმავებისა და პროგრესის უწყვეტობის მიზნით ჩვენ მიერ განხორციელებული პროგრამისა და სამომავლო სტრატეგიის (ორიენტირების) შესახებ.
წიგნი-ალბომი ღონისძიებაზე დამსწრებ საზოგადოებას საჩუქრად გადაეცემა.
ამავე დღეს შავიზღვისპირა კურორტ ანაკლიის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ცენტრში ჩერქეზული კულტურის ცენტრის წარმომადგენლები, ჩერქეზ სტუმრებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის თანდასწრებითა და მონაწილეობით, ყვავილებით შეამკობენ ჩერქეზთა გენოციდის მემორიალს. 
გთხოვთ გვეწვიოთ. 
ერთად გავიხსენოთ რუსეთის იმპერიის მიერ ჩადენილი ჩერქეზი ხალხის გენოციდის, კავკასიის საბოლოო ანექსიის (1864 წლის 21 მაისს რუსეთის ჯარმა მდინარე მზიმთის სათავეში ჩერქეზთა ბრძოლის უკანასკნელი კერა - კბაადა დაიკავა. ეს თარიღი კავკასიის ომის დასასრულად ითვლება), კავკასიური იძულებითი მუჰაჯირობის ტრაგიკული, 155 წლისთავი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 
circassianculture@gmail.com


Анонс

21 мая – День памяти павших за свободу Черкесии


20 мая 2011 года Парламент Грузии принял резолюцию, согласно которой преступление – этническая чистка, Российской империи в отношении черкесского народа, совершенное в XIX веке, было признано «геноцидом». Этим шагом Грузия восстановила историческую справедливость и почтила память миллионов пострадавших и сотни тысяч погибших черкесов. 21 мая с целью увековечить память жертв этих событий в грузинском причерноморском курорте Анаклиа был открыт Мемориал.
Ранее 31 марта 1994 года Президиум Совета министров Карачаево-Черкесской республики объявил эту дату Днем памяти и скорби по погибшим в Кавказской войн, а в феврале 1997 года – Парламент Кабардино-Балкарии присвоил этим событиям квалификацию геноцида.


По традиции, укоренившейся в Черкесском (Адыгском) культурном центре в связи с трагической датой 21 мая, в среду в столице Грузии и причерноморском курорте Анаклиа (где воздвигнут Мемориал жертвам геноцида черкесов) пройдут параллельные мероприятия.
Тбилисскую общественность, представителей академических центров, студентов, журналистов, граждан, интересующихся кавказской проблематикой, мы приглашаем в конференц-зал Черкесского (Адыгского) культурного центра (ул. Санапиро 4, Министерство культуры и охраны памятников Грузии), где в 14:00 состоится презентация нового печатного издания центра – «Черкесский (Адыгский) культурный центр - 2012-2018». Эта  иллюстрированная, состоящая из 100 листов книга-альбом расскажет о всех важных научно-исследовательских, образовательных, познавательных и издательских проектах, которые в рамках концепции/плана действий центра, были осуществлены с момента его основания по 2019 год. Вместе с этим общественности будет представлена работа справочно-аналитического характера – «Черкесский (Адыгский) культурный центр: концептуальный взгляд. Стратегия будущего» (электронная версия), которая пояснит заинтересованным лицам цели и назначение деятельности/функционирования организации, расскажет о роли и месте нашей организации в государственной научно-исследовательской, культурно-образовательной системе, осуществленной программе и дальнейшей стратегии (ориентирах) с целью роста положительной роли Грузии в региональной политике, обеспечения стабильности страны, углубления взаимоотношений с соседними кавказскими республиками и непрерывности прогресса.
Книга-альбом будет передана в дар присутствующим.
В тот же день в центре причерноморского курорта Анаклиа (Зугдидский муниципалитет) представители Черкесского (Адыгского) культурного центра вместе с черкесскими гостями, в присутствии и при участии местного населения возложат венки к Мемориалу жертв черкесского геноцида.
Добро пожаловать!
Вместе вспомним трагическую 155-ую годовщину геноцида черкесского народа, осуществленного Российской империей, окончательной аннексии Кавказа (21 мая 1864 года русская армия взяла последний очаг черкесского сопротивления – Кбаадэ в устье реки Мзымта. Эта дата считается окончанием Кавказской войны), насильственного мухаджирства.

За дополнительной информацией обращайтесь:
+995598501972 
circassianculture@gmail.com

 q.